ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

26/09/2017

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა გრუნტი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. გზის სავალი ნაწილის მოასფალტების შემდეგ დაიწყება ტროტუარების კეთილმოწყობა, დამონტაჟდება პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები, გაკეთდება საგზაო მონიშვნები. ჰ. აბაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის იანვრამდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 443 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0