დავით სერგეენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

09/10/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიოშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარეკ კუბერსკი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი და დიპლომატიური ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები და სამომავლო პერსპექტივა განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა დელეგატებს ვიზიტისა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0