დავით შერაზადიშვილი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს შეხვდა

12/02/2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან მახარაშვილს, მის მოადგილესა და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ.ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გააცნო, რაც მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლებასა და საჯარო მმართველობის პროგრამებს.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0