დედოფლისწყარომ სასკოლო ოლიმპიადის კახეთის პირველობას უმასპინძლა

24/02/2018

დედოფლისწყაროს სპორტულ დარბაზში მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის კახეთის რეგიონული პირველობა ჩატარდა. შეჯიბრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ოლიმპიადის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში მონაწილე გუნდებს წარმატება უსურვა. სპორტული ასპარეზობის მიმდინარეობისას ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროელ სპორტსმენებს ამხნევებდა და თითოეული სეტის მოგებას მათთან ერთად აღნიშნავდა.
დღევანდელ ოლიმპიადაზე დედოფლისწყაროს ორივე გუნდს სამთაწყაროელი სპორტსმენები წარმოადგენდნენ, რომლებმაც შარშან ჩვენი მუნიციპალიტეტის პირველობა მოიპოვეს.
დაძაბულ ბრძოლაში დედოფლისწყაროელმა ვაჟებმა და გოგონებმა ფინალში მოხვედრა შეძლეს და კახეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თელაველ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა-2018-ის კახეთის ჩემპიონები თელავის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გახდნენ, დედოფლისწყაროელები კი მეორე ადგილებს დასჯერდნენ.
დღეს გამარჯვებული გუნდები მაისში საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0