ვალერი ფოცხვერიამ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

14/12/2017

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გია მიქელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკურაძეების უბანში და გომნატეხების მიმართულებით მიმავალი გზის დაგებითი სამუშაოები დაათვალიერეს . გომის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნა, ასეთი გზის დაგება სოფლისთვის წარმოუდგენელი ოცნება იყო. შეგახსენებთ , რომ გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომნატეხებამდე მიმავალი გზა მრავალი ათეული წელია სავალალო მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათგან შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში რეაგირებისთვის, გარკვეული შენიშვნები ჩაინიშნეს. დღის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დაათვალიერეს ქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ლოკაციებზე შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0