ზესტაფონში, ცენტრალური ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს რეაბილიტაცია უტარდება

12/02/2018

ზესტაფონში, სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარე ფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს „აკაია“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გვირაბით სარგებლობა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც უფრო კომფორტული გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0