ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ქალაქ ფოთის მერს შეხვდა

12/12/2017

ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო ქალაქ ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდა. შეხვედრას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მაკა ზარანდია დაესწრო. სტუმარმა ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საუბარი დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას, შეეხო.100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა . გამოცხადებულია ტენდერი , ეზოს კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფად.
ქალაქის მერის განცხადებით, გამოიძებნა სახსრები ეზოში, ბავშვთა გასართობი მოედნის მოსაწყობად საჭირო ინვენტარის შესაძენად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაღის პერსონალის შერჩევის საკითხსაც. აღინიშნა, რომ პრიორიტეტი დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ პირებს მიენიჭებათ.
ფოთში , დევნილთა დასახლებაში , ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით ევროსტანდარტების, ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ივნისიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერშიგამარჯვებული კომპანია შპს „ქალაქმშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0