სუამის მინისტერიალის ფარგელბში ერთობლივ კომუნიკეს მოეწერა ხელი

08/10/2017

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სუამის მინისტერიალის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიესალმა ორგანიზაციის კომუნიკეს მიღბას და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებიც საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში იქნა განხილული.

„ორგანიზაციამ ოცი წელი პროგრესული ნაბიჯებით განვლო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ორგანიზაციის მომავალზე. სწორედ ამას ემსახურება ის ერთობლივი კომუნიკეც და დისკუსიები, რომელიც გვქონდა დღის განამვლობაში“ -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით, თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ მასპინძობს.დელეგაციის შემადგენლობაში არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0