ქალაქის მერმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

09/02/2018

„ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია სწავლობს, რის საფუძველზეც უახლოეს დღეებში დაზარალებულები დახმარებას მიიღებე.მანამდე კი,სასწრაფოდ შეკეთდება კორპუსის სახურავი,რომელიც ხანძარმა დააზიანა “- განაცხადა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ.
პაატა ნადირაძე დღეს აბაშიძის ქუჩაძე სამსახურებთან ერთად მივიდა,სადაც ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს და დაზარალებულ ოჯახები მოინახულა.
გუშინ ჭიათურაში ,აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი დღის 2 საათისთვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო. ხანძრის სრული ლოკალიზება დაახლოებით ოთხ საათში ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურების ერთობლივი მუშობის შედეგად მოხერხდა. მეხანძრეებს ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს,მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0