ქართველ ავიამეთვალყურეებს გიორგი გახარია ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს

20/10/2017

20 ოქტომბერი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეა.
ქართველ ავიამეთვალყურეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას.
„ავიამიმოსვლების მეთვალყურეობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, დაძაბულ შრომას და ძალიან დიდ ყურადღებას. მსურს ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და მათ წარმატებები ვუსურვო“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ინიშნება ახალი ავიარეისები, ავიამეთვალყურის პროფესია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ხდება საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის.
ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღე ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFATCA) 56 წლის წინ დაარსა. ამ დღეს მსოფლიოს 130 ქვეყანა ერთდროულად აღნიშნავს. საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციას“ 110 ავიამეთვალყურე ჰყავს დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0