აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. გარემონტდა 2 გზა: სოფ. მარნის ცენტრიდან სოფ. პირველი მაისის მიმართულებით (SPA170006648) და სოფ. თხმელარის (SPA 170008713) მიმართულებით. გზების საერთო სიგრძე 4675 მეტრია. პროექტი „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 756 970 ლარის სამუშაოები სს. “არქეოპოლისი“-მა შეასრულა.

Visited 162 times, 1 visit(s) today