ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ქობულეთის მუნციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომავალი წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა 32 301 162 ლარით განისაზღვრა, რომლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტრული და სოციალური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 20 მილიონი ლარი დაიგეგმა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელბლად – 908 560 ლარი. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამომავლოდაც გაგრძელდება სოფლებში წყალსადენი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა ქუჩები და ქუჩებს შორის გადასასვლელები, განახლდება სკვერები და პარკები, დაიწყება სანაპიროს რეაბილიტაცია. ახალი წლიდან 18 ჯანმრთელობისა და სოციალური მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელთა შორის სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების და პარკისონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ახალია. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სამომავლოდაც განათლება დარჩა, რომლისთვისაც ბიუჯეტის 14,3%-ია გათვალისწინებული, კომუნალურისთვის – 23, 2%. შრომის ანაზღაურებისთვის 6 252 440 ლარია გათვალისწინებული, რაც გამგეობის, საკრებულოსა და მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიში დასაქმებულ 1351 საშტაო ერთეულის შრომის ანაზღაურებას მოიცავს. ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, დეტალურად იქნა განხილული პროექტის თითოეული პუნქტი. ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტიის საბოლოო ვარიანტში, რომელიც საკერებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

Visited 181 times, 1 visit(s) today