ალექსანდრე სარიშვილმა მხარდამჭერებთან და “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრე სარიშვილმა მხარდამჭერებთან და “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო.
„ვასუფთავებთ ქალაქს სააგიტაციო მასალისგან, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვიყენეთ. მსგავსი ქმედებისკენ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მოვუწოდებთ, რათა ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ“ – განაცხადა ლანჩხუთის ახალარჩეულმა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

Visited 219 times, 1 visit(s) today