დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით.
Visited 152 times, 1 visit(s) today