არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს

დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით.

Visited 152 times, 1 visit(s) today