აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

დღეს საღამოს აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ოპერატიულად იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე. მათ გამოიძახეს დამხმარე ძალა საგზაო დეპარტამენტიდან, ტექნიკა უკვე წამოსულია და გზა მთლიანად გაიწმინდება, მანამდე კი მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო სავალი ნაწილის გასუფთავება ისე, რომ მსუბუქ ავტომანქანებს გავლა შეძლებოდათ.

Visited 211 times, 1 visit(s) today