ბოლნისის N1 საჯარო სკოლის 75 წლის იუბილე აღნიშნეს

08/12/2017

პედაგოგები, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები, საპატიო სტუმრები და კეთილი სურვილები- ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა იუბილარია. მას დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ბოლნისის კულტურის სახლში დღეს სკოლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. იყო მღელვარება და დადებითი ემოცია. 2 საათიანი ღონისძიებისას სკოლის განვლილი ისტორია და წარმატებები გაიხსენეს. კულტურის სახლის სცენაზე სკოლას იუბილე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა, ფოლკორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიულოცეს. საზეიმო კონცერტი, სკოლის ჰიმნით დაგვირგვინდა, რომელიც სპეციალურად იუბილესთვის დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0