ახალი კანონპროექტის მიზანი – ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადებაა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ არასმთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოსდაცვით მმართველებს „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა.
ახალი კანონპროექტის მიზანი – ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დამატება, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული ნორმების დახვეწაა.
საჯარო განხილვა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

Visited 132 times, 1 visit(s) today