ახალციხეში სამი ახალი სკვერი გაკეთდა

07/11/2017

ახალციხის მერიამ, რუსთაველის ქუჩაზე N99 საცხოვრებელი კორპუსთან, ასევე 9 აპრილისა და ასპინძის ქუჩებზე სკვერები მოაწყო. 9 აპრილის ქუჩაზე გაკეთებული სკვერი ოთხი ათასი მესხის სახელობისაა. რუსთაველისა და ასპინძის ქუჩებზე მოწყობილ სკვერებში კი ბავშვების გასართობი ატრაქციონებიც დაიდგა.
სამივე სკვერის სამშენებლო სამუშაოებს შპს “მშენებელი – 2004” ასრულებდა. კომპანიამ ტენდერი 220 499 ლარად მოიგო. სამშენებლო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალი სკვერები ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ და ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა ზაზა მელიქიძემ გახსნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0