იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და სამტრედიის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. კონკრეტულად გაეცნენ: საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების, სპორტული მოედნებისა და საავტომობილო გზების სამუშაოებს. სამტრედიის მუნიციპალტიეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 860 000 ლარი იხარჯება. სამუშაოები ძირითადად მოიცავს გადახურვას, სველი-წერტილების და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას.
სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 354 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება საავტომობილო გზების მოწესრიგებას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება და ამ მიმართულებით წელს 4 998 000 ლარი იხარჯება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა თევზაძის ქუჩაზე, ჩოგბურთის კორტების მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.