ბოლნისის ეპარქია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების დასახვედრად ემზადება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოაბრძანეს, რომელიც საქართველოს ეპარქიებს მოივლის.
ბოლნისის მრევლს წმინდა ნაწილებთან მიახლების საშუალება 19 და 20 ოქტომბერს ექნება.
19 ოქტომბერს, 17 საათზე, ცურტავის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერში, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დაბრძანდება და საღამოს ღვთისმსახურება აღევლინება.
20 ოქტომბერს ცუტავის ეკლესიაში 10 საათზე ჩატარდება წირვა.
20 ოქტომბერს, 14 საათზე, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ბოლნისის მრევლი ხატისოფლის ჩასახვევთან, (მუნიციპალური რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორია) დახვდება და მოეწყობა საყოველთაო სახალხო მსვლელობა „ბოლნისის სიონის“ ჩასახვევამდე.
20 ოქტომბერს, 17 საათზე, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.
21 ოქტობერს, 10 საათზე სიონის ტაძარში ჩატარდება წირვა, რომლის დასრულების შემდეგ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დმანისისა და ტაშირის ეპარქიაში გადააბრძანებენ.

Visited 185 times, 1 visit(s) today