გამგებელმა ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ძლიერის ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა ფანცულაიას ქუჩაზე მდებარე საბავშო ბაღის შენობას,ასევე, გიორგაძის, რუსთაველისა და თორღვაშვილის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებს. გამგებლის დავალებით უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისია,რომელიც ადგილზე მიყენებული ზიანის ოდენობას შეისწავლის. ზურაბ კუპატაძემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის მაქსიმალალურად დაჩქარებულ ვადებში აღმოფხვრა დაავალა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად 6 ობიექტი დაზიანდა. 3 საცხოვრებელი კორპუსი, 2 კერძო სახლი და გაერთიანებული საბავშვო ბაღების მე-9 განყოფილება. აღნიშნულ ბაღში ამ დროისათვის გარე ინფრასტრუქტურის მოწყობაც მიმდინარეობს.

Visited 186 times, 1 visit(s) today