ცნობილი კურორტის წყალტუბოს მწვანე საფარის განახლების მიზნით ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის თანამშრომლებმა ბალნეოპარკისა და ქალაქის ტერიტორიაზე 400 მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. ცენტრის მმართველის მამუკა ქუთათელაძის განცხადებით, 300 კვიპაროსის, 120 ვერხვისა და 50 ნეკერჩხლის დარგვის სამუშაოები დასრულებულია.
სიმწვანით ცნობილი კურორტისათვის ახალი ნარგავების გახარება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
გამწვანების აქცია წყალტუბოში
04/03/2016