პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში. გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებაში პროდასავლური ღირებულებების პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სახით ასებულ მმართველ კოალიციასთან პროდასავლური ძალების თანამშრომლობა შეუძლებელია.
“ევროპელი დემოკრტების“ ლიდერი ამბობს, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია პროდასავლური პოლიტიკური ძალების, მაგრამ კოალიციასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს. ,,იმ ძალასთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვინც ევროპულ გზას არ გადაუხვევს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში“ – ამბობს პაატა დავითაია, თუმცა მმართველ ძალასთან ერთად კოალიციაში ყოფნას დავითაია გამორიცხავს – “არა რა თქმა უნდა, ამაზე არ არის ლაპარაკი“ – ამბობს დავითაია.
ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კვირიკაშვილმა კოალიციას ანდაზა შეახსენა, რომ გაჟეჟილს გატეხილი სჯობია. მანანა ნაჭყებიას თქმით, ამ სახით, როგორც დღეს კოალიცია არსებობს, ახალი მემარჯვენეებისთვის მიუღებელია.
“აქაც მგონი მან ქართული ტრადიციული ანდაზით ისარგებლა და აგრძნობინა, რომ გაჟეჟილ კოალიციას შეიძლება გატეხილი ჯობდეს. რამდენად შეიძლება რომ პოლიტიკურ პარტიებს იქ შესვლის სრუვილი ჰქონდეთ, ვერ გეტყვით. იმ სახით, რა სახითაც დღეს კოალიცია არსებობს, აბსოლუტურად მოუღებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოხატული დასავლური კურსი“ – ამბობს მანანა ნაჭყებია.