გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ატარებს უაღრესად დიდ მნიშვნელობას

„გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ატარებს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ჩვენთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციისათვის და არის ნათელი დასტური იმასა, რომ საქართველო არის აქტუალური და მნიშვნელოვანი გერმანიის დღის წესრიგში, რომლისთვისაც, როგორც ევროკავშირის მოწინავე ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკა ყოველთვის აქტუალური იყო და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა და როლს თამაშობდა ჩვენს რეგიონში. ეს ვიზიტიც იქნება დასტური იმისა, რომ გერმანიას აქვს სურვილი და მზაობა, რომ კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ისე ზოგადად რეგიონში“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მნიშვნელოვანი თემების შესახებ.

Visited 159 times, 1 visit(s) today