გიორგი ერმაკოვმა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე, გრძელდება 1800 კვ.მ-ზე დეკორატიული ფილების შეცვლა და სკვერის გამწვანებითი სამუშაოები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, რომლებიც სპეციალური სანათებით განათდება. დამატებით განთავსდება 15 მოსასვენებელი სკამი და სამომავლოდ, წყლის დასალევი შადრევანი. 8 აგვისტოს კი, გაიხსნება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

Visited 177 times, 1 visit(s) today