გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც სექტემბერში იგეგმება.
ლიტვის საპარლამენტო დელეგაციამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების თვალსაზრისით.

Visited 152 times, 1 visit(s) today