ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

11/09/2017

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე – საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0