გიორგი სახოკია მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურების, ბაღების გაერთიანების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურების, ბაღების გაერთიანების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე Covid19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, კონტროლისა და აღსრულების მექანიზმების საკითხზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 14 ფაქტი გამოვლინდა: ოზურგეთში – 3, ლანჩხუთში – 11, ჩოხატაური – 0. დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში 167 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 49, ლანჩხუთში – 108, ჩოხატაურში – 10.

Visited 71 times, 1 visit(s) today