საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ დისველისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინეს. გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.
Visited 95 times, 1 visit(s) today