სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მომავალ წელს რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ლევან შონიას განცხადებით, მომავალ წელს პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების პროექტების განხორციელება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება. მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ესწრებოდნენ.
Visited 153 times, 1 visit(s) today