გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში 11 კილომეტრიანი გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძესა და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიძესთან ერთად მოინახულა. ამჯერად რკინა-ბეტონის სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს “სამკუთხედი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს და იგი აღნიშნული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Visited 301 times, 1 visit(s) today