გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე აჭარაში მცხოვრები ქობულაძეების ოჯახის ხუთი წევრის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
” ლანჩხუთში მომხდარი ტრაგედია შემაძრწუნებელია. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის წუხილი, რასაც ამ უმძიმესი შემთხვევის გამო განვიცდი. თანავუგრძნობ მათ ახლობლებს”, – მერაბ ჭანუყვაძე.
გურიაში, დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომლის მდგომარეობაც ამ დროისათვის სტაბილურია. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.