დაბა სურამში გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა სურამში აღმაშენებლის ქუჩაზე გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული გარე განათება მკვეთრად გაუმჯობესებული LED ფარებით იცვლება. LED გარე განათება ეკონომიურობით და განათების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამასთანავე, გაცილებით გამძლეა. LED გარე განათება საწყის ეტაპზე სურამისა და ხაშურის ცენტრალურ ქუჩებზე, შემდგომ კი მთელს მუნიციპალიტეტში მოეწყობა. გარე განათების სამუშაოებს ა(ა)იპ “ხაშურსერვისი” ახორციელებს.

Visited 160 times, 1 visit(s) today