საქართველოსა და ესპანეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართული შეხვედრისას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფება.
ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას.
Visited 106 times, 1 visit(s) today