დავით საგანელიძე Beijing Jinfenghengye Agricultural Development-ის წარმომადგენლებს შეხვდება

Beijing Jinfenghengye Agricultural Development-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის მზადების მიმდინარეობის პროცესი გააცნეს. საპარტნიორო ფონდს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის მიმდინარეობის პროცესს. მემორანდუმის თანახმად, პროექტს საპარტნიორო ფონდი ჩინურ კომპანიებთან ერთად განახორციელებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას. საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას.

Visited 214 times, 1 visit(s) today