დავით სერგეენკო UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ომარ აბდის შეხვდა

ქ.ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე საქართველოს დელეგაცია დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ომარ აბდის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. „შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ: სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ბელქანია;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტმანეტის უფროსი-ნინო ოდიშარია.

Visited 185 times, 1 visit(s) today