საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან. დავით ჯალაღანია მიესალმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული ორმხრივი ვიზიტების მაღალი დინამიკა, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული მაღალი დონის ინტერაქცია. აღინიშნა, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს და იაპონიას შორის არსებული სრული ურთიერთმხარდაჭერა და აზრთა თანხვედრა.
დავით ჯალაღანია საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
21/09/2017