დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩაზე გზის საფარი იგება

გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ქალაქ დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში ევდოშვილის 973 გრ. მ და სამხედრო ქუჩის 307გრ.მ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და ღირებულება ჯამში 252 017 ლარს მოიცავს. გზის რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს. ორივე პროექტი თვეს ბოლოს დასრულდება.

Visited 273 times, 1 visit(s) today