დედოფლისწყაროში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ დედოფლისწყაროში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა-სავარჯიშო დარბაზი, ტატამი, საშხაპეები, გამოსაცვლელი სივრცეები და ცენტრალური გათბობა. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 375 041 ლარს შეადგენს.

Visited 38 times, 1 visit(s) today