“საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას.
6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.
Visited 129 times, 1 visit(s) today