ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას.
6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.

Visited 129 times, 1 visit(s) today