ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე, კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. სესიის ბოლოს დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს წლის საუკეთესო სპორტსმენი – ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე. ქართველმა ძალოსანმა ნოემბერში გამართულ მსოფლიო პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრმა ისაუბრა წარმატებულ 2018 წელზე და აღნიშნა, რომ სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

Visited 131 times, 1 visit(s) today