ვალერიან ფოცხვერია გორმაღლის თემში დამეწყრილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია გორმაღლის თემში დამეწყრილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სოფელში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა სტიქია და განმეორებითი მეწყერი ჩამოწვა.
სოფელ გორმაღალში მუდმივად არსებობს მეწყრის საშიშროება.
“ამ დრომდე სტიქიამ ორი ოჯახი დააზარალა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა მათი ახალი საცხოვრებელი. ამჯერად ველოდებით ექსპერტების დასკვნას, რამდენად უსაფრთხო იქნება მოსახლეობისთვის კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე”– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ.
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის ჩართული აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესში.

Visited 217 times, 1 visit(s) today