ვანი-სულორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

დღეს ვანის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა,გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარიამ და გამგებელმა ზაზა ხურციძემ სოფელ სულორში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს .
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ,რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მთლიანობაში სტიქიის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 4 985 092 ლარი შეადგინა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში წყლის დონის დაწევისთანავე, ოპერატიულად ჩაერთო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი .
ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა და ამ მომენტისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

Visited 177 times, 1 visit(s) today