ვინც დატოვა ეს პარტია, ბუნებრივია მათთან პირადი კონტაქტები არსებობს

„ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ, კომენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ყოფილ თანაკოალიციელებთან პარტიას თანამშრომლობის ოფიციალური ფორმატი არააქვს თუმცა არ გამორიცხავს სამომავლოდ მათთან თანამშრომლობას.
„ცალკეულ პოლიტიკოსებთან რომლებიც ამ გუნდში იყვნენ და დღეს ვინც დატოვა ეს პარტია, ბუნებრივია მათთან პირადი კონტაქტები არსებობს, მაგრამ რაიმე ოფიციალური ფორმა პარტიის და მათი თანამშრომლობის ამ ეტაპზე არ არის. თანამშრომლობის ფორმას არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავრობაში რაიმე პოზიციებზე საუბარი არ ყოფილა ამ ეტაპზე“ – განაცხადა ეკა ბესელია.

Visited 133 times, 1 visit(s) today