ზემო კალაუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი ზემო კალაუბანში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს თუმანიანის ქუჩა N1-ში, თუმანიანის 2 ჩიხი N3-სა და ბეთლემის ქუჩა N10-ში. თუმანიანის 2 ჩიხი N3-ში დასრულდა საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები და ამჟამად მიმდინარეობს ამავე კედლის საფუძვლიანად მოწყობა.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე 2016 წლის ივნისში დასრულდება.
ბეთლემის ქუჩა N10 -ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დასრულებულია საძირკველის ამოყვანის სამუშაოები და მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციის აგება. .
მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის დემონტაჟი 2014 წელს განხორციელდა, რის გამოც აქ მცხოვრები 12 ოჯახი თბილისის განვითარების ფონდმა დროებით საცხოვრებლით უზრუნველყო.
სამშენებლო სამუშაოები ბეთლემის ქ N10-ში 2016 წლის ივნისში დასრულდება.
თუმანიანის N1-ში დარჩენილია შენობის შიდა სარემონტო და გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Visited 166 times, 1 visit(s) today