ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიასთან – „IRD ENGINEERING”-თან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და „IRD ENGINEERING”-ის დირექტორმა პაოლო ორსინმა მოაწერეს. საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3 643 680 ლარია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონიოს გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.

Visited 221 times, 1 visit(s) today