ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა

სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიულოცეს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 700 – ზე მეტი პირველკლასელია. სკოლათა უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 2018 წლისთვის კი ხუთი სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და საგანმანათლებლო სფეროს ყველა წარმომადგენელს.

Visited 208 times, 1 visit(s) today