ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურისა და დასვენების პარკში ნიღბების თეატრის მსახიობებმა თეატრალური გასართობი შოუ – პროგრამა წარმოადგინეს. მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი. 1 ივნისის დღესასწაული ბავშვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, მოადგილეებმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ნიკოლოზ კრავეიშვილმა მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე საჩუქრებისა და სიგელების გადაცემის ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. 1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

Visited 143 times, 1 visit(s) today